საწვავის ეფექტური მართვის ტექნიკის გამოყენებამ შეიძლება მნიშვნელოვნად დაზოგოს საწვავის ხარჯი, გააძლიეროს საგზაო უსაფრთხოება და შეამციროს მანქანის ცვეთის ხარჯი. ქვემოთ აღნიშნული ხუთი ტექნიკის დანერგვით შესაძლებელია საწვავის მოხმარება და ნახშირორჟანგის 25%-მდე შემცირება.
1. აჩქარდით ნაზად 🤓
რაც უფრო ხისტად ცდილობთ მანქანის აჩქარებას, მით მეტ საწვავს მოიხმართ. ქალაქში შეგიძლიათ ნაკლები საწვავი მოიხმაროთ გაზის პედალზე რბილად დაჭერით. სრულად გაჩერებული მანქანის აჩქარებისას გამოიყენეთ 5 წამიანი მონაკვეთი რომ მიაღწიოთ 20კმ/ს. წარმოიდგინეთ, რომ მანქანაში გიდევთ ერთი ფინჯანი ყავა, რომელიც აჩქარების დროს არ უნდა დაიღვაროს!
2. შეინარჩუნეთ სტაბილური სიჩქარე
როდესაც ავტომობილის სიჩქარე იკლებს და იზრდება მყისიერად ანუ ხისტად, თქვენ იყენებთ მეტ საწვავს და ხარჯავთ იმაზე მეტ ფულს, ვიდრე გჭირდებათ. ტესტებმა აჩვენა, რომ თქვენი სიჩქარის აწევა-დაკლება 75-დან 85 კმ/სთ-მდე ყოველ 18 წამში შეიძლება გაზარდოს თქვენი საწვავის მოხმარება 20%-ით.
გამოიყენეთ Cruise Control გზატკეცილზე მართვისთვის, სადაც ამის საშუალება გაქვთ. ამასთან, გაითვალისწინეთ, რომ სიჩქარის მცირე ცვალებადობა შეიძლება რეალურად კარგი იყოს, როდესაც მიდიხართ დაღმართზე, შეგიძლიათ გაზის პედალს აუშვათ ფეხი და მანქანას მისცეთ საშუალება განავითაროს იმაზე მაღალი სიჩქარე ვიდრე საშუალოდ, ხოლო აღმართზე შეგიძლიათ შეამციროთ ავტომობილის სიჩქარე რათა ნაკლები დატვირთვით იმუშაოს ძრავმა.
3. ტერიტორიის კონტროლი
მუდმივად აკონტროლეთ სიტუაცია თქვენი მანქანის წინ და დაიცავით კომფორტული მანძილი თქვენს მანქანასა და თქვენს წინ მდებარე მანქანას შორის. თუ ყურადღებით დააკვირდებით, რას აკეთებენ ფეხით მოსიარულეები და სხვა მანქანები და წარმოიდგინეთ, რას გააკეთებენ ისინი შემდეგ, ამის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ ინტუიციით მიხვდეთ თუ რა იქნება მათი შემდეგი ქმედება, რაც მოგცემთ საშუალებას შეინარჩუნოთ სტაბილური სიჩქარე, მოძრაობის დროს აუცილებელია შეინარჩუნოთ სტაბილური სიჩქარე, ეს არის გარანტი იმის, რომ ავტომობილი მოიხმარს ნაკლებ საწვავს.
4. მოერიდეთ მაღალ სიჩქარეებს
დაიცავით სიჩქარის ლიმიტი და დაზოგეთ საწვავი! ავტომობილის საწვავის მოხმარება მხოლოდ მაშინ არის ეკონომიური თუ საშუალო სიჩქარე მერყეობს 50-80 კმ/ს. ამ სიჩქარის ზონის ზემოთ მანქანები უფრო მეტ საწვავს მოიხმარენ.
მაგალითად, 120 კმ საათში მანქანა დაახლოებით 20%-ით მეტ საწვავს მოიხმარს, ვიდრე 100 კმ საათში. 25 კმ მანძილზე მოგზაურობის დროს, სიჩქარის ეს სხვაობა შეგიმცირებთ მხოლოდ ორ წუთს თუმცა გაზრდის დანახარჯს 20%-ით.
5. მუხრუჭის გამოყენება
ყოველ ჯერზე, როცა იყენებთ მუხრუჭებს, კარგავთ წინსვლის იმპულსს. მანქანის მართვის დროს თქვენ წინასწარ ხედავთ წინ მყოფი მანქანების განლაგებას, ასევე ხედავთ შუქნიშნის ფერს, თუ გრძნობთ, რომ გაჩერება გიწევთ, იმის მაგივრად რომ იხმაროთ მუხრუჭი, უბრალოდ აიღეთ ფეხი გაზის პედლიდან რათა მანქანამ ინერციით გააგრძელოს სიარული, ხოლო იმ შემთხვევაში თუ თქვენ გყავთ ჰიბრიდული ავტომობილი, მუხრუჭზე ნაზად ფეხის დადგმით თქვენ შეძლებთ მანქანაში მოთავსებული ელემენტების დამუხტვას.
დამატებითი რჩევები:
მოერიდედ ავტომობილის უმოქმედო მუშაობას რაც ნიშნავს რომ ავტომობილი დაქოქილია თუმცა თქვენ არ მოძრაობთ. გამორთეთ ძრავა 60 წამზე მეტხანს გაჩერებისას გარდა მოძრაობის დროს. საშუალოდ 3 ლიტრიანი ძრავის მქონე ავტომობილი ხარჯავს 300 მილილიტრს (1 ჯიქაზე მეტი) საწვავს ყოველ 10 წუთში უმოქმედოდ ყოფნის დროს
შეამოწმეთ საბურავის დონე ყოველ კვირეულად რადგან საბურავის წნევის დაქვეითება 0.56 ბარით, გამოიწვევს საწვავის მოხმარების გაზრდას 4%-ით, მნიშვნელოვანი არის მიჰყვეთ მწარმოებლის ინსტრუქციას და დაიცვათ ზუსტად აღნიშნული წნევა საბურავებში. არათანაბარმა წნევა ასევე გაზრდის საბურავის ცვეთის ხარჯს.
კონდიციონერის გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის საწვავის მოხმარებას, თუ თქვენ მართავთ ჰიბრიდულ ავტომობილს როგორიც არის Toyota Prius მაშინ მისი გამოყენება უფრო მეტად ზრდის საწვავის მოხმარებას. საშუალოდ კონდიციონერი 20%-ით უფრო მეტ საწვავს ხარჯავს, ამიტომ აუცილებელი არის აირჩიოთ ოპტიმალური ტემპერატურა მაგალითად 25 გრადუსი რაც არის 77 ფარენჰეიტი და გამოიყენოთ რეჟიმი Auto რაც ავტომატურად გადაანაწილებს დაბერვას და მაქსიმალურად შეამცირებს საწვავის ხარჯს იმის ხარჯზე, რომ შეზღუდავს დაბერვას და დააბალანსებს ტემპერატურას. შეგიძლიათ საათში ერთხელ გამორთოთ, გაანიავოთ ავტომობილი და შემდეგ ხელახლა ჩართოთ.
ტაქსზე მუშაობისას თუ თქვენ იყენებთ Toyota Prius-ს, მისი ოპტიმალური საწვავის ხარჯი უნდა შეადგენდეს 100 კილომეტრზე 45-50 MPG-ს რაც ლიტრებში არის 5.2 - 4.2 ლიტრი 100 კილომეტრზე.
댓글