ჩვენი მიზანი არის შევცვალოთ უკეთესობისკენ ტაქსის კულტურა საქართველოში, ამისთვის კი მთავარი მოქმედი გმირების ანუ მძღოლების განვითარება არის საჭირო რაც განაპირობებს მგზავრის კულტურის ცვლილებასაც, რომელიც მომავალში გამოიხატება Tip-ის დატოვებით.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ყველა ტაქსის მძღოლმა, ვინც ამ ბიზნესში ახალია ან უკვე აქვს გამოცდილება, გააცნობიეროს თავად ინდუსტრიის რთული ბუნება, გაიგოს მუშაობის დინამიკა, ისწავლოს როგორ არ გახდეს მსხვერპლი და როგორ გამოიმუშავოს უფრო მეტი.
ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე პუნქტს:
ემოციების მართვა
დამღლელი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე ადვილი არის მძღოლი გადაიღალოს. აუცილებელი არის დღის მანძილზე მოხდეს მძღოლის მხრიდან შესვენება, მანქანიდან გადმოსვლა და პაუზის გაკეთება. იმ შემთხვევაში თუ მძღოლი გადაბმულად მუშაობს რამდენიმე საათი, ხშირად მათი ემოციები უკონტროლო ხდება რაც მგზავრის მხრიდან ცუდ შეფასებას იმსახურებს. საქართველოში გავრცელებული არის 12 საათიანი სამუშაო გრაფიკი რომლის დროსაც მძღოლს ფაქტობრივად დასვენების დროც არ აქვს, ჩვენ ყველა მძღოლს ვაძლევთ რეკომენდაციას რომ აარიდონ თავი გრაფიკით მუშაობას და გადავიდნენ მანქანის გაქირავების სხვა ბევრად უფრო მოქნილ შესაძლებლობაზე
ადამიანის ბუნება - მგზავრი
თითოეული ადამიანი უნიკალურია, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა ზოგადად კეთილია, ჩვენ ყველას გვაქვს რთული დღეები. ზოგიერთ ადამიანს აკლია ძირითადი ადამიანური ემოციები, როგორიცაა თანაგრძნობა ან სინანული. გარდა ამისა, ადამიანები მიდრეკილნი არიან განსაჯონ სხვები საკუთარი ღირებულებებიდან გამომდინარე და ხშირად უგულებელყოფენ რეალობას.
რჩევები რომელიც დაგეხმარება ყოველდღიურად
მნიშვნელოვანი ფაქტორი რაც მუშაობას გაგიმარტივებთ არის კომუნიკაციის მინიმალური დონის შენარჩუნება. ჩვენ ყველას გააზრებული გვაქვს, რომ კლიენტის გადახდილი თანხა, მძღოლისთვის შეიძლება იყოს საკმარისი ან საკმარისზე ნაკლები თუმცა მეორეს მხრივ მგზავრისთვის დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს თანხა არ არის ცოტა.
მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავირიდოთ თავიდან საკამათო / სადაო თემებზე საუბარი, როგორიც არის მაგალითად პოლიტიკური საკითხები, რელიგიური და პირადი საკითხები. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მგზავრისთვის შეიძლება ერთგვარი დისკომფორტი იყოს თუ სარკიდან პირდაპირ მას უყურებთ. ეცადეთ მგზავრთან იყოთ თავაზიანი და შეინარჩუნოთ დადებითი განწყობა. მიესალმეთ და დაემშვიდობეთ მომხმარებელს. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ მას ბარგის განთავსებაში.
მუშაობის დაწყების წინ აუცილებლად შეამოწმეთ მანქანის მდგომარეობა და სისუფთავე, დარწმუნდით, რომ ექსტერიერი და ინტერიერი არის სუფთა და მგზავრისთვის არ გამოიწვევს დისკომფორტს, ეცადეთ მანქანაში გქონდეთ ჰაერის არომატიზატორი რათა შეინარჩუნოთ სასიამოვნა სურნელი, ამასთანავე გაითვალისწინეთ რომ მგზავრის ან მძღოლიეს მიერ ავტომობილში თამბაქოს ან მისი შემცვლელი ნივთიერების მოხმარება საგრძნობლად უარყოფითად იმოქმედებს ავტომობილის სისუფთავეზე.
მგზავრობის დროს ეცადეთ არ გამოიყენოთ მობილური ტელეფონი პირადი დანიშნულებით, არ უპასუხოთ პირად ზარებს და იყავით გზაზე კონცენტრირებული. საკმაოდ ხშირად ტაქსში მჯდომ მგზავრს უწევს მძღოლის პირადი საუბრის მოსმენა რაც დამატებით დისკომფორტს იწვევს.
იმ შემთხვევაში თუ მგზავრთან მისვლის მომენტში, ვერ ახერხებთ ავტომობილის გაჩერებას, თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ უახლოესი წერტილი და დაელოდოთ მგზავრს, თუმცა საჭირო არის თქვენი მდებარეობა შეატყობინოთ მგზავრს.
ისწავლეთ თქვენი მომხმარებლის "წაკითხვა"
როგორც ტაქსის მძღოლმა, მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციოთ როგორც ვერბალურ, ასევე არავერბალურ კომუნიკაციას. სხეულის ენას შეუძლია უფრო მეტი გამოავლინოს ადამიანის აზრებისა და განზრახვების შესახებ, ვიდრე მათ სიტყვებს.
გამოიმუშავეთ კარგი კომუნიკაციის უნარი: ყურადღებით მოუსმინეთ თქვენს მგზავრებს და დარწმუნდით, რომ გესმით მათი საჭიროებები. ისაუბრეთ მკაფიოდ და ეფექტურად, რათა უზრუნველყოთ, მიიღონ მომსახურება რომელსაც მოელიან.
Zalian kargi pirobebi gakvt momcons